16-17 თებერვალს თბილისის ტერიტორიაზე მკვეთრად დაიწევს მტკვარში წყლის დონე

მაშველები მტკვარზე, თბილისი

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას 16-17 თებერვალს სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

მოწოდება უკავშირდება 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირებას ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები.