შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს ოზურგეთში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ერთი კაცი დაშავდა.
ადგილობრივი მედია „გურიის მოამბე“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ 55 წლის კაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, მას შემდეგ, რაც ქელეხიდან გამოვიდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან სამქეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჯერ მხოლოდ მომხდარი ფაქტის კვალიფიკაციაზე საუბრიბენ - საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.