19 თებერვლის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა ველიკიე-ლუკიში ნავთობის საწყობს დაარტყეს, რის შედეგადაც ნავთობპროდუქტებით სავსე ერთ-ერთ ავზს ცეცხლი წაეკიდა. ამის შესახებ ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობასა და ობიექტის პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.
ფსკოვის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაწესდა შეზღუდვები გამგზავრებასა და ჩამოსვლაზე, თუმცა დილით ფრენები განახლდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ექვს რეგიონში 113 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ფსკოვის ოლქი განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა.
ბრიანსკის რეგიონში თავდასხმის შედეგად სოფელ ლოპუშის ორი მცხოვრები დაშავდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა. მან თქვა, რომ დაზიანდა ხუთი კერძო სახლი და ორი მანქანა, მთლიანად დაიწვა აბანო. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ღამით რეგიონში 50 დრონი იქნა განადგურებული.
ბელგოროდში, 18 თებერვლის საღამოს მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ამჟამად ბელგოროდში ზოგიერთ საცხოვრებელ სახლში გათბობა ნაწილობრივ გათიშულია.