სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, და ეს ცნობა თავად ზელენსკიმაც გაავრცელა. ცნობაში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერი უკრაინაში მიიწვია, ყველა საკითხზე სასაუბროდ.
მანამდე ფიცომ სოციალური ქსელით დაადასტურა, რომ ზელენსკისთან საუბარს გეგმავდა. ფიცო ასევე იუწყებოდა, რომ 27 თებერვალს, უფრო ადრე, იგი ელაპარაკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. ფიცოს თქმით, სლოვაკეთი და უნგრეთი გამოვიდნენ წინადადებით, შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი ინსპექტორებისა, რომლებიც უკრაინაში გაემგზავრებიან და ადგილზე შეამოწმებენ მილსადენის ტექნიკურ მდგომარეობას.
უკრაინა აცხადებს, რომ ნავთობსადენი რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა და მის რემონტს დრო დასჭირდება. ბრატისლავასა და ბუდაპეშტში იუწყებიან, რომ მილსადენი აღდგენილია, მაგრამ უკრაინა მის ამოქმედებას აჭიანურებს.
ასევე ნახეთ ორბანმა ზელენსკის მიმართა „დრუჟბის“ შესამოწმებლად შეუშვას უნგრელი და სლოვაკი ინსპექტორები