მოსკოვში ყვავილები განალაგეს პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას, დიდი მოსკვორეცკის ხიდთან. როგორც გამოცემა RusNews-ი წერს, პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს ელჩებმა და სხვა დიპლომატებმა გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მომენტში პოლიციელები რუპორით მოითხოვნენ, "ხელი არ შეეშალათ მოქალაქეთა გადაადგილებისთვის".
პოლიტიკოსის საფლავთან შეიკრიბნენ მოძრაობა "სოლიდარობის" აქტივისტები, რომლებმაც ყვავილები განათავსეს და საფლავი თოვლისგან გაწმინდეს - იუწყება SOTA.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან ყვავილები განალაგეს ასევე სანქტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ბარნაულში. მემორიალებთან მორიგეობს პოლიცია, ზოგ შემთხვევაში ისინი შეკრებილი მოქალაქეების დოკუმენტებს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ. SOTA წერს, რომ იაროსლავლში ყვავილები მიიტანეს სახლთან, რომელშიც ნემცოვი ცხოვრობდა და სადაც ამჟამად მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აბრა ჰკიდია.
ბორის ნემცოვი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, დიდი მოსკვორეცკის ხიდზე. ნემცოვს რამდენჯერმე ესროლეს ზურგში. მკვლელობის შემკვეთები ჯერაც არ უპოვიათ.
ასევე ნახეთ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული პირი ჩეჩნეთში, სახლთან ახლოს გადაიყვანეს