ისრაელმა ირანს დაარტყა

აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი კვამლი თეირანში. 28 თებერვალი, 2026.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 28 თებერვალს მან მიიტანა „პრევენციული დარტყმა“ ირანზე და ისრაელის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა - დარჩნენ დაცულ ზონებში.

„ისრაელის სახელმწიფომ მიიტანა პრევენციული დარტყმა ირანზე. თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია „საგანგებო და მყისიერი საგანგებო მდგომარეობა“. ადგილობრივი მედია წერს, რომ თეირანის ცენტრში აფეთქებებია.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ირანში.

ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-ის საელჩო კატარში თანამშრომლებს თავდაცვის ზომებისკენ მოუწოდებს და ამ რეჟიმში ურჩევს დარჩენას, შემდგომი დირექტივების მიღებამდე.

ერაყის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დაკეტვის შესახებ.

კანადის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საელჩოს თანამშრომლების ნაწილის თელ-ავივიდან გაყვანის შესახებ - „რეგიონში განგრძობადი დაძაბულობის“ გამო. თუმცა, მთავრობის განცხადებით, საელჩო კვლავ აგრძელებს მუშაობას. კანადა მოუწოდებს ირანში მყოფ მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.