რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 მარტს განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა იყო „ცინიკური“ მკვლელობა, რომელიც არღვევს ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის გამო, რომელიც ჩადენილი იყო ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით“, - ნათქვამია პუტინის ირანელ კოლეგასთან, მასუდ ფეზეშქიანთან გაგზავნილ წერილში.
ასევე ნახეთ NYT: თეირანში თავდასხმა, რასაც ალი ხამენეი ემსხვერპლა, CIA-ს მონაცემების საფუძველზე მოეწყორუსეთმა წინა დღეს დაგმო ირანზე აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა და მას უწოდა "უპასუხისმგებლო ნაბიჯი". "დარტყმები კვლავაც ხორციელდება მოლაპარაკების განახლებული პროცესის საფარის ქვეშ", - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იგულისხმა აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები, რომლებიც, სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება ირანზე თავდასხმის შემდეგ.
ასევე ნახეთ ალი ხამენეის მემკვიდრეობა - გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდე