დიდ დიღომში ძლიერი ხანძარია

ხანძარი დიდ დიღომში

დიდ დიღომში ერთ-ერთ სასაწყობე ფართს ცეცხლი უკიდია. რადიო თავისუფლებას ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე ადგილობრივმა აცნობა.

ხანძარი დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა.

თვითმხილველთა თანახმად, სახანძრო ავტომობილების ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ წყდებოდა და ძლიერი დაკვამლიანებაა ჰაერშიც.

რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მხოლოდ ის უთხრეს, რომ ადგილზე მათი სამსახური მუშაობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.