სამთავრობო ქალაქის არქიტექტურული ტენდერი შეწყდა

"არსენალის მთა"

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში, "არსენალის მთაზე" სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ტენდერი შეწყვიტა. მიზეზი ის არის, რომ შესაძლოა ტექნიკური დავალება გადაიხედოს.

გადაწყვეტილება 23 თებერვალს მიიღეს.

სამთავრობო ქალაქის არქიტექტურული პროექტის დასამზადებლად 4,5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი 9 იანვარს გამოცხადდა.

ასევე ნახეთ პარლამენტი, კანცელარია და სამინისტროები არსენალის მთაზე - სახელმწიფო ბაზრის კვლევას ატარებს

"არსენალის მთაზე" საქართველოს მთავრობა რამდენიმე სახელმწიფო უწყების განთავსებას ფიქრობს, მათ შორის:

  • პარლამენტის შენობა (არანაკლებ 31 350 მ2);
  • მთავრობის ადმინისტრაცია (7000 მ2);
  • ღონისძიებების დარბაზი (10 000 მ2);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო (7500 მ2);
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო (20 700 მ2);
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო (3200 მ2);
  • ჯანდაცვის სამინისტრო (51 900 მ2);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (23 800 მ2);
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (47 400 მ2);
  • განათლების სამინისტრო (7600 მ2);
  • კულტურის სამინისტრო (3600 მ2);
  • თბილისის მერია (59 900 მ2);
  • სახელმწიფო დაცვის სამსახური (7000 მ2);
  • შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (1800 მ2).

2025 წლის 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა "არსენალის მთაზე" ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენებს გეგმავდა. შესაბამისი წინადადებების მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებულ კომპანიას კი დავალება ოთხ თვეში უნდა შეესრულებინა.

ასევე ნახეთ არსენალის მთის დღე და ღამე - ფიროსმანიდან "სამთავრობო ქალაქამდე"