კალაძის შტაბთან „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის საქმეზე ორ კაცს ბრალი წაუყენეს

ბრალდებულები: საბა მინდიაშვილი და ლევან ზარდიაშვილი

თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო შტაბთან „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე ორ კაცს ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს, თუმცა ჯერ უცნობია, რას - გირაოს თუ პატიმრობას.

ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი პოლიციას არ დაუკავებია.


2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 8 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ჩხუბი იყო - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კვლავ დაუპირისპირდნენ ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს. ადგილზე მყოფმა პოლიციის დანაყოფებმა ძალადობა არ აღკვეთეს.

მასალა არქივიდან შსს-მ მელიქიშვილზე დაპირისპირების შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულზე, ჯგუფურ ძალადობაზე დაიწყო

დაპირისპირების დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა რამდენიმე ჟურნალისტს საქმიანობაში შეუშალეს ხელი, მათ შორის იყვნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტები.