შორენა შავლაყაძე რამდენჯერმე დატოვა გაოგნებული სახელმწიფომ: როცა არ დაიცვა ნაადრევი ქორწინების საფრთხისგან, როცა ბაღში და სკოლაში ვერ მიიყვანა შვილი და ბოლოს, როცა აქციაზე მდგომი დააჯარიმეს ქუჩის გადაკეტვისთვის იმ დროს, როცა რუსთაველზე ელოდა, როდის ავიდოდა ტროტუარზე, სადაც დგომა ასევე დასჯადია, მისი შვილი, 24 წლის საბა ვაჭარაძე ეტლით.
„იბადებოდნენ ბავშვები და მათ სახელმწიფო არ ელოდა“ - ვლაპარაკობთ შშმ ადამიანების ოჯახების პრობლემებზე
Your browser doesn’t support HTML5
ქალთა უფლებების და დედის დღეს „გამოკითხვაში“ ვეხმაურებით შშმ შვილის დედასთან ინტერვიუთი, რომელიც მისი და მისი შვილის უფლებების დასაცავად და მშვიდი სიბერისთვის აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში.