დეტროიტის გარეუბანში სინაგოგაზე თავდასხმისას უსაფრთხოების ძალებმა ერთი პირი მოკლეს

დეტროიტში, უესტ-ბლუმფილდში, სინაგოგის ინციდენტის, სროლის შემდეგ მოჩანს შენობიდან ამომავალი კვამლი. 12 მარტი, 2026 წელი

პოლიციის ცნობით, 12 მარტს აშშ-ში, დეტროიტის (მიჩიგანი) გარეუბანში, სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა.

დაუდგენელი თავდამსხმელი მკვდარია მას შემდეგ, რაც სინაგოგაში საკუთარი მანქანით შევარდა და ხანძარი გააჩინა, იტყობინება პოლიცია.

გავრცელებული ცნობით, “ტემპლ ისრაელის” სინაგოგაზე თავდამსხმელი უესტ-ბლუმფილდში მოკლეს.
პოლიციამ ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა არავინ დაშავებულა.

„ტაძარში, სულ მცირე, ერთი ადამიანი მივიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოკლენდის ოლქის შერიფმა მაიკლ ბუშარმა.

„ის შენობაში შეიჭრა, დერეფანში გაიქცა და დაცვამ ცეცხლი გაუხსნა, - თქვა ბუშარმა, - ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რამ მოკლა, მაგრამ დაცვამ ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა“.


ტელევიზიით გადაღებულ კადრებში ჩანს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დიდი რაოდენობა სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შენობაში ხანძრის მსგავსი კვამლი ჩანდა.

როგორც შერიფმა აღნიშნა, ირანთან აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან სამართალდამცავები მაღალ მზადყოფნაში არიან.