საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის 27 ქვეყანა საფრანგეთისგან და გერმანიისგან მიიღებს.
„საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან“, - ამ ფორმულირებით ჩაემატა საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში.
საბჭოს შეხვედრაზე, ამავე დღისწესრიგის თანახმად, მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაცაა.
ამ ამბავს წინ უძღვოდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის გამოქვეყნება.საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ეუთოს წევრი 24 სახელმწიფო, რომელთა ინიციატივითაც საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა, "მექანიზმის" ფარგლებში ვრცელი კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაიზიაროს და გაატაროს ანგარიშის რეკომენდაციები.
ასევე ნახეთ ეუთოს 24 ქვეყანა საქართველოს მოუწოდებს, სრულად გაატაროს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები