აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-მა ირანის კუნძულ ხარქზე 90-ზე სამხედრო სამიზნეს დაარტყა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 14 მარტს გამოაცხადა, რომ მისმა ძალებმა წინა ღამით ირანის ხარქის კუნძულზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და ზუსტი დარტყმები განახორციელეს.

„აშშ-ის ძალებმა წარმატებით დაარტყა ხარქის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნე, ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, - განაცხადა CENTCOM-მა.

ამ თავდასხმის დროს განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი ბუნკერები და მრავალი სხვა სამხედრო ობიექტი, წერს აშშ-ის სარდლობა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინა დღეს დაემუქრა ირანს, რომ დაარტყამდა ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურას, თუ თეირანი არ შეწყვეტდა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას.


კუნძული ხარქი ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრია სპარსეთის
ყურეში. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკისა და ნედლი ნავთობის გატანისთვის მსოფლიოში.

კუნძულზე სამუშაო პროცესებში ნებისმიერმა შეფერხებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ენერგომატარებლების საერთაშორისო ბაზრებზე.