უკრაინის პრეზიდენტთან „ბევრად უფრო რთულია შეთანხმების მიღწევა“, ვიდრე რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში.
„მიკვირს, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების გაფორმება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპის ეს კომენტარი მოჰყვა მსოფლიო ლიდერების კრიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, დროებით გააუქმოს სანქციები რუსულ ნავთობზე, რათა შეჩერდეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, - წერს NBC News.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ, ვინც უკრაინას ეხმარებარამდენიმე დღის უკრაინის პრეზიდენტმა დახმარება შესთავაზა ამერიკის არმიასა და მის მოკავშირეებს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გაზიარებით. თუმცა ტელეარხთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ [აშშ-ს] დახმარება არ გვჭირდება“ და დაამატა, რომ „ბოლო ადამიანი, რომლის დახმარებაც გვჭირდება, ზელენსკია“.
2026 წლის მარტის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკი მშვიდობის გზაზე „დაბრკოლებად“ მოიხსენია. „თქვენ ხელში კოზირები არ გაქვთ. ახლა კი კიდევ უფრო ნაკლები გაქვთ“, - თქვა ტრამპმა. მაშინ მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ როცა უკრაინის ლიდერი, მისი თქმით, ამისთვის „საკმარის მზადყოფნას არ აჩვენებს“.
ასევე ნახეთ ტრამპი: ზელენსკის „არა აქვს კარტები“, მაგრამ მოეპოვება „ერთი რამ“ - თავად დონალდ ტრამპიდონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა კომენტარი ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.
„შესაძლოა, რუსეთი აწვდის ინფორმაციას, შესაძლოა – არა“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა „იმავეს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ“.
„ჩვენც ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას უკრაინას და ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.