სამებაში ილია მეორის პანაშვიდზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ

სამებაში ილია მეორის პანაშვიდზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ

სამებაში ილია მეორის პანაშვიდზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ - ინფორმაცია და ფოტოები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა.

სააგენტოს თანახმად, პანაშვიდს დაესწრნენ:

  • ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის,
  • სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის,
  • საქართველოს ებრაელთა კავშირის,
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს,
  • თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის,
  • საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების,
  • საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის,
  • საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,
  • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის,
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და
  • საქართველოში „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი სასულიერო პირები.

საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მსურს, ჩემი ინტერვიუ დავიწყო პატრიარქ ილია მეორის სიტყვებით: ის ამბობდა, რომ „სიყვარული არის საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნა ერისადმი“. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქვეყანას“.

„შესაბამისად, დღეს რასაც ვხედავთ, აქ ხალხის ნაკადს დღეების განმავლობაში, ეს ხალხის იმ სიყვარულის, პატივისცემის დაბრუნებაა პატრიარქისადმი, რაც მან გააკეთა მთელი თავისი ცხოვრება“, - განაცხადა მან.

შაბათს, 21 მარტსვე მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ ფეისბუკზე დაწერა, რომ რამაზანის ლოცვასთან ერთად, მუსლიმმა თემმა ილია მეორისთვისაც ილოცა.


ასევე ნახეთ ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი