ღვთისმსახურებას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) სინოდის წევრებთან ერთად.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.
პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით ავლაბრის მეტრომდე, ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდისკენ და შემდეგ შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიათა წარმომადგენლები და საქართველოს საერო ხელისუფლების წარმომადგენლები.