მსახურება პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა აღასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლა ეკლესიის დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას“, - განაცხადა მან.
„საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე, წმინდა იერარქიას კი - ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი“, - თქვა მსოფლიო პატრიარქმა.
„პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი“, - განაცხადა მან.
15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.
ასევე ნახეთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადიილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.