„პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა“, - წერს ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.
„იგი, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად“, - წერს ომბუდსმენი და ამბობს:
„საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს“.
მისი განცხადებითვე, არ არსებობს არც „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი“.
„სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას“, - წერს იგი.
- პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის ღამესვე დააკავეს;
- ის იყო აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ ერთ-ერთი წევრი პაატა ბურჭულაძესთან, მურთაზ ზოდელავასთან, ირაკლი ნადირაძესა და ლაშა ბერიძესთან ერთად. ყველანი „წინასწარ პატიმრობაში“ არიან.
- ომბუდსმენ ლევან იოსელიანის მზაობის მიუხედავად, მოსამართლემ 2025 წლის 26 ნოემბერს არ დააკმაყოფილა მანჯგალაძის თხოვნა ომბუდსმენის გამოკითხვის შესახებ.
- სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ მზად არის, გამოძიებას მისცეს ჩვენება და დაადასტუროს, რომ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე იმ საღამოს განვითარებულ მოვლენებს არ ეთანხმებოდა.
მანჯგალაძე, - რომელიც ოპოზიციური „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, - საქმეში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
2026 წლის 19 მარტს, - ბოლოს ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე, - , რომ ის არ იყო იმ აქციის ორგანიზატორი და უკვირს, რატომ არის ბოლო 6 თვე ციხეში.
„ექვსი თვეა, რატომ ვარ აქ, რა ჩავიდინე, რის გამოც აქ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა შემიფარდონ იმისთვის, რაც არ გამიკეთებია“, - თქვა თქვა მან.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ეს გულისხმობს „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას“ და ითვალისწინებს 9 წლამდე პატიმრობას.