საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერებს აუკრძალა ქალთა ტურნირებში მონაწილეობა

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ემბლემები. კორტინა დამპეცო, იტალია. 26 იანვარი, 2026.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გამოაქვეყნა ახალი წესები სპორტსმენების ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის შესახებ, დაწყებული 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებით. ეს წესები ითვალისწინებს, რომ ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ბიოლოგიური მდედრობითი სქესის მქონე პირებს ექნებათ. ეს სქესი დადასტურდება გენეტიკური ტესტით, რომელსაც სპორტსმენები სიცოცხლეში ერთხელ გაივლიან. ეს წესები ასევე ითვალისწინებს, რომ ტრანსგენდერებს არ ექნებათ ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.

IOC-ის პრეზიდენტმა კირსტი კოვენტრიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ეფუძნება მეცნიერებას და ექსპერტების მონაცემებს. კოვენტრიმ აღნიშნა, რომ უსამართლო იქნებოდა ბიოლოგიური მამაკაცებისთვის ქალებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლების მიცემა. ეს შეზღუდვები გავრცელდება IOC-ის ეგიდით გამართულ ყველა შეჯიბრებაზე.

ტრანსგენდერი სპორტსმენების ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის საკითხმა ბოლო წლებში მრავალრიცხოვანი დავა გამოიწვია. გამოითქმება როგორ მხარდამჭერი, ისე საპირისპირო მოსაზრებები. აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანებულება იყო ფედერალური დაფინანსების აკრძალვა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობის უფლებას აძლევენ.

ასევე ნახეთ საქართველო - ზამთრის ოლიმპიურ ელიტაში