აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 27 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი იმის შესახებ, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს უკრაინას კიევის მიერ დონბასის რეგიონის დათმობის პირობით, “სიცრუეა”.
რუბიოს თქმით, ზელენსკის უთხრეს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მისცემენ.
რუბიომ, რომელიც საფრანგეთში ჩავიდა "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე, ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთგულია ცეცხლის შეწყვეტისა - რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისა.