IAEA-ს განცხადებით, ირანის მძიმე წყლის საწარმოო ატომური რეაქტორი აღარ მოქმედებს

არქივი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) კვირას განაცხადა, რომ მძიმე ზიანი განიცადა და აღარ მუშაობს ირანის მძიმე წყლის საწარმოო რეაქტორი ხონდაბში, რომელზეც, ქვეყნის თანახმად, 27 მარტს თავდასხმა განხორციელდა.

ობიექტზე დეკლარირებული ბირთვული მასალა არ ინახება, - დასძინა სააგენტომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ხონდაბის რეაქტორი, რომელიც არაქის ბირთვული კომპლექსის ნაწილია, 2025 წლის ივნისში დაიბომბა ისრაელის ავიაციის მიერ.

ასევე ნახეთ ატომური ენერგეტიკის სააგენტომ დაადასტურა, რომ ირანის ატომურ რეაქტორთან ჭურვი ჩამოვარდა