ეს განცხადება უწყების საიტზეა გამოქვეყნებული.
რუსეთის გენპროკურატურა აცხადებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან (რუსეთში ოფიციალურად ასე უწოდებენ უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაწყებულ ომს) "ეს უნივერსიტეტი და სკოლა სამეცნიერო ცენტრებიდან გადაიქცნენ ანტირუსული პროპაგანდის ინსტრუმენტებად. კიევის რეჟიმის მიმართ სოლიდარობის ღიად გამოხატვით, უწყებები მიზანმიმართულად ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებზეც გადაიცემა რუსეთის შესახებ დამახინჯებული და არასწორი მონაცემები".
რუსეთის გენპროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ეს უწყებები მხარს უჭერენ ლგბტ თემებს, "რუსების ტრადიციული ოჯახური და მორალური ღირებულებების დანგრევის მიზნით".
ტაფტსის უნივერსიტეტი არის კერძო სასწავლებელი, რომელიც 1852 წელს დაარსდა აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში. ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლა ამ უნივერსიტეტში დაარსდა 1933 წელს, მას მიიჩნევენ ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ პროფილურ სასწავლებლად.
მანამდე რუსეთში "არასასურველ" ორგანიზაციებად გამოაცხადეს ჯორჯ ვაშინგტონის, იელის და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტები.