2020 წლის შემდეგ 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და საზღვარგარეთ წავიდა ოჯახთან ერთად

მოკლედ

  • სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავ ათასობით ბავშვი წყვეტს სწავლას იმ მიზეზით, რომ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში მიდის.
  • ბოლო 6 წელიწადში, საქართველოს სკოლებიდან საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად 22 737 მოსწავლე წავიდა.
  • ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 და 2023 წლებში იყო და მონაცემებზე პიკი 2025 წელს გადავლილად ჩანს, თუმცა შარშან 2020 წელთან შედარებით, თითქმის სამჯერ მეტია ქვეყნიდან ოჯახებთან ერთად წასული ბავშვების მაჩვენებელი.
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში ყოველ წელს არის მონაცემები იმის შესახებ, რამდენმა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა სკოლებში და რა არის ამის მიზეზი. ბოლო წლებში ყველაზე ხშირად ბავშვები ემიგრაციაში წასვლის გამო ტოვებენ სკოლას.

მხოლოდ 2025 წელს 3 669 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა ქართულ სკოლებში და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა.

სკოლაში სწავლის შეწყვეტის გავრცელებულ მიზეზებს შორის არის ასევე მუშაობის დაწყება, დაქორწინება და პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში მუშაობის დაწყება უჭირთ და პროფესიული სასწავლებლების მიმართაც არ გამოხატავენ მზარდ ინტერესს.

ასევე ნახეთ

ნაკლები ბავშვი, მეტი მოხუცი - ასეთია საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი

ასევე ნახეთ

“ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში