აზოვის ზღვაში ჩაიძირა „ვოლგო-ბალტი“ ტიპის მშრალტვირთიანი გემი, რომელსაც ხორბალი გადაჰქონდა. ამის შესახებ განაცხადა ოკუპირებული ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ სალდომ.
ტასი ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკიპაჟი 11 ადამიანისგან შედგებოდა. ბოლო ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. ოპერატიული სამსახურების ცნობით, ეკიპაჟის ცხრა წევრი ნავ-კაფსულაში გადაიყვანეს და მათ ნაპირს მიაღწიეს.
სალდოს თქმით, ეკიპაჟის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. დაღუპულთაგან ერთ-ერთი, კაპიტნის პირველი თანაშემწე - 1991 წელს არის დაბადებული.
რუსეთის ოპერატიული სამსახურები აცხადებენ, რომ ჩაძირვის მიზეზი დრონის თავდასხმა გახდა. თავდასხმის დროს გემი იმყოფებოდა ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩიდან ჩრდილოეთით, 300 მილის დაშორებით.