ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამმა შეიარაღებულმა პირმა საკონსულოს შენობაში შეჭრა სცადა. თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის სროლა დაიწყო.
მედიასაშუალებების ნაწილი წერს, რომ ერთი თავდამსხმელი მოკლულია, ორი კი დაჭრილი, ნაწილის ცნობით კი, ორი მოკლულია და ერთი დაჭრილი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფტჩიმ განაცხადა, რომ სამივე თავდამსხმელი განეიტრალებულია, ორი პოლიციელი კი მსუბუქად დაიჭრა. მინისტრის თანახმად, დადგენილია თავდამსხმელთა ვინაობა, ერთ მათგანს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც „რელიგიას თავისი ინტერესებისთვის იყენებს". კონკრეტული ორგანიზაცია შს მინისტრს არ დაუსახელებია. საქმეს სტამბოლის პროკურატურა იძიებს.
სტამბოლში ისრაელის საკონსულო ორ წელზე მეტია დაკეტილია.
- თურქეთს და ისრაელს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელზე ჰამასის თავდასხმის პასუხად, 2023 წლის ოქტომბერში ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია.