8 აპრილს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 50 ადამიანს წაუყენეს ბრალი ოთხი სხვადასხვა ბრალდებით:
- „კანონიერი ქურდობა“;
- „ქურდული სამყაროს“ წევრობა;
- „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა;
- „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა.
ამ 50 ადამიანიდან 44-ის დაკავების შესახებ წინა დღეს, 7 აპრილს, გაავრცელა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
დანარჩენი ექვი საზღვარგარეთაა - მათზე, სავარაუდოდ, ძებნა გამოცხადდება.
საზღვარგარეთ მყოფთა შორის ერთ-ერთია „კანონიერი ქურდი“ მამუკა შუბითიძე, იგივე „ტურიკელა“.
ასევე ნახეთ
დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი - შსსსქემა - გამოძიების ვერსია
8 აპრილის განცხადებაში პროკურატურა შსს-ის გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ:
- „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში;
- მათ სისტემატური კავშირი ჰქონდათ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან.
- ისინი საკუთარი „კრიმინალური გავლენის, მატერიალური სარგებლის მიღების, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ - სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.
- „მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მხარეებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდნენ“.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები „კანონიერ ქურდ“ „ტურიკელას“ პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც „შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა“.
ასევე ნახეთ
ვინ არის „კანონიერი ქურდი“ „ტურიკელა“, რომელსაც ბრალს დაუსწრებლად უყენებენ | დაკავებულია 44 ადამიანიპროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს 49 შემთხვევაში.
უწყება მხოლოდ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქალის მიმართ გეგმავს გირაოს მოთხოვნას, რადგან, პროკურატურის განცხადებითვე, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.
„ტურიკელა“
55 წლის მამუკა შუბითიძე - მეტსახელად „ტურიკელა“ და „კახეტინსკი“ - არის ლაგოდეხელი „კანონიერი ქურდი“, რომელიც „კანონიერ ქურდად“ 1997 წელს „მონათლეს“. დაიბადა სოფელ ყართუბანში.
PrimeCrime-ის თანახმად, „ქურდული კარიერის“ განმავლობაში იგი სხვადასხვა სახელს იყენებდა - მათ შორის ყოფილა „დავით ბარათაშვილი“, „ზაზა ლეკიაშვილი“ და „დავიდ მატიჩი“.
1990-იან წლებში რამდენჯერმე დააკავეს საქართველოში, შემდეგ რუსეთში, ნოვოსიბირსკში გადავიდა, სადაც „მონათლეს“ კიდეც.
არაერთხელ იყო პატიმრობაში რუსეთშიც. უცდიათ მისი მკვლელობაც. საქართველომ წელს მასზე ძებნა გამოაცხადა - Primecrime-ის თანახმად, პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით.
ასევე ნახეთ
ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკამამუკა შუბითიძე 2021 წელს დააკავეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა (ГУУР) და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „თაღლითობის“ ბრალდებით, - საქმე მისი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე იყო აღძრული ბელარუსში.
2024 წელს რუსეთიდან მისი დეპორტაცია განხორციელდა ეგვიპტეში, სადაც, მედიის ცნობით, პოსტსაბჭოთა სივრციდან არაერთი „კანონიერი ქურდი“ იმყოფება.
მამუკა შუბითიძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი საჯარო წყაროებში არ იძებნება.
ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით ადამიანი დააკავა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რამდენიმე „კანონიერ ქურდს“.