კვირას დილით ასზე მეტმა ჩინელმა მუშამ გამართა საპროტესტო აქცია რუსეთის ქალაქ ამურის კომსომოლსკში. მათ ქალაქის ქუჩებში გაიარეს ჩინურ და რუსულ ენებზე პლაკატებით, რომლებიც შეიცავდა დახმარების თხოვნას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორის, იგორ სეჩინის მიმიმართ.
მსვლელობის შემდეგ მომიტინგეებმა მჯდომარე აქცია მოაწყვეს ტროტუარებსა და გაზონებზე პერვოსტროიტელის გამზირზე.
როგორც იტყობინებიან, მომიტინგეები კომპანია „პეტრო-ჰეჰუას“ მშენებლები არიან დასახლებიდან, რომელიც „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად მდებარეობს.
ამურის კომსომოლსკის მერმა დმიტრი ზაპლუტაევმა განაცხადა, რომ ჩინელი მუშების საპროტესტო აქციის მიზანია, ყურადღება მიიპყრონ ხელფასების გადაუხდელობის პრობლემის გამო. მოგვიანებით გამოაცხადეს, რომ დაიწყო საპროკურორო შემოწმება.
მსვლელობის მონაწილეები არ დაუკავებიათ. პერვოსტროიტელის გამზირზე მისული ავტობუსები კვლავ ცარიელები გაბრუნდნენ უკან.
ამურის კომსომოლსკში ჩინელმა მუშებმა მსგავსი საპროტესტო აქცია 2021 წლის ნოემბერშიც გამართეს ხელფასების გადაუხდელობის გამო.