ასეთი ძალადობრივი ინციდენტები აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ძირს უთხრის.
ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) კონტროლის ქვეშ მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღაზაში პოლიციის მანქანაზე თავდასხმას ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი წლის ბიჭი, იაჰია ალ-მალაჰი, ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, ცხრა გამვლელი კი დაიჭრა, რომელთაგან ზოგიერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის ორგანოებისა და მისი ოჯახის ცნობით, ღაზის ჩრდილოეთში, ჯაბალიასთან, ისრაელის ცეცხლმა 14 წლის ბავშვი, ადამ აჰმედ ჰალაა, იმსხვერპლა.
ისრაელის სამხედროებმა ინციდენტებზე კომენტარი არ გააკეთეს.
მოგვიანებით, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის დასავლეთით, სანაპირო ბანაკში მდებარე კაფესთან ახლოს. სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, განაცხადეს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა.
ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე ჰამასის მებრძოლი იყო.
ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მოკლეს კაცი, რომელიც ჰამასთან ზავის გამყოფ ხაზს მიუახლოვდა. იმ მათი შეფასებით მებრძოლდი იყო.
ჯანდაცვის ორგანოებმა დაადასტურეს, რომ ამ ტერიტორიაზე ერთი კაცი დაიღუპა.
ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ზავის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 750-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო პალესტინელმა მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისთვის ადანაშაულებენ.
პალესტინის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ისრაელის ძალები აფართოებენ მათ მიერ ოკუპირებულ ზონას. ისრაელი ამას უარყოფს.
ისრაელის ჯარმა ღაზაში 11 პალესტინელი იმსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, აცხადებენ მედიკოსები
კარვების ქალაქი ომით განადგურებულ ღაზაში (საილუსტრაციო ფოტო)
ღაზის სექტორში, 14 აპრილს, ისრაელის ცეცხლმა სულ მცირე 11 პალესტინელი, მათ შორის ორი ბავშვი იმსხვერპლა ცალკეულ ინციდენტებში, განაცხადეს ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა.