ინტერპელაცია პოლიტიკური ჯგუფისთვის მნიშვნელოვან საკითხზე მინისტრისთვის კითხვების გაგზავნასა და მასზე პასუხების მოსმენას გულისხმობს.
ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დასმული კითხვის პასუხად მან თქვა, რომ „რაც შეეხება 2024-2025 წლებში მიღებულ კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავდა უცხოური ჩარევების პრევენციას პოლიტიკაში და უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არცერთი პროექტი არ შეუჩერებია ან გაუუქმებია...“
ამის დასტურად მან მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 16 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით მთავრობამ განიხილა 165 საგრანტო წინადადება, საიდანაც 95% შემთხვევაში დადებითი პასუხი გასცა. რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 8 შემთხვევაში გრანტის გაცემაზე უარი თქვეს.
„აქედან შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ როგორია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთ პროექტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ იყო, არ თქმულა უარი“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2024-2025 წელს მიღებული კანონები
„ქართულმა ოცნებამ“ ორი წლის განმავლობაში არაერთი კანონი მიიღო, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებდა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. ასევე შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება.
გასული წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
ასევე ნახეთ
გვიწევს გავაუქმოთ საგრანტო წინადადებები არჩევნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით - ბრიტანეთის საელჩომოგვიანებით ინტერნეტგამოცემა „ტაბულამ“ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შეეხო - „ტაბულამ“ მოიგო გრანტი 50 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომელიც „უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას“.
იმავე დღეს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია საელჩოს სხვა ბენეფიციარებთან დაკავშირებით. კერძოდ, „იმედის“ თანახმად, „ტაბულას“ გარდა, იგეგმებოდა შემდეგი ორგანიზაციების დაფინანსება:
- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - 99 988 გირვანქა სტერლინგი
- „კანონის უზენაესობის ცენტრი“ - 97 868 გირვანქა სტერლინგი
- „საქართველოს მომავლის აკადემია“ - 99 975 გირვანქა სტერლინგი.
„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, - განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.
ასევე ნახეთ
პაპუაშვილი „არამეგობრულს“ უწოდებს არასამთავრობოების მხარდაჭერაზე დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებასამის საპასუხოდ ბრიტანეთის საელჩო 18 ივნისის განცხადებაში წერდა: „საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას“.
„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - წერდა საელჩო.