მსხვერპლი მოჰყვა სროლას კიევში, თავდამსხმელი მოკლულია

უკრაინის პოლიცია თავდასხმის ადგილას, კიევი, 2026 წლის 18 აპრილი

კიევის გოლოსეევსკის რაიონში კაცმა გამვლელებს გაუხსნა ცეცხლი და დაიკავა სუპერმარკეტი, სადაც მძევლები აიყვანა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე ექვსი ადამიანი და დაიჭრა 15 პირი, მათ შორის ბავშვი. კიევის მთავრობის თანახმად, თავდამსხმელს ოთხი ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი სუპერმარკეტის შენობაში. მოლაპარაკების შემდეგ მათი გადარჩენა მოხერხდა.

იუწყებიან, რომ თავდამსხმელი მოკლულია.

თავდასხმის მომენტი თვითმხილველებმა გადაიღეს - ჩანაწერებში ჩანს, რომ კაცი იარაღით ხელში ქუჩებში და მრავალსართულიანი სახლების ეზოებში დარბის და შემთხვევით გამვლელებს ესვრის. მისი მოტივები უცნობია.

"გოლოსეევს კისრაიონში 58 წლის, წარმოშობით მოსკოველმა კაცმა სროლა დაიწყო, მოკლა ოთხი ადამიანი, ამის შემდეგ გამაგრდა სუპერმარკეტის შენობაში და მძევლები აიყვანა. წინასწარი მონაცემებით, ის ავტომატურ იარაღს იყენებდა. პარალელურად, ბინაში, სადაც თავდამსხმელი იყო რეგისტრირებული, გაჩნდახანძარი... რომელიც სპეცდანაყოფმა ჩააქრო", - იუწყება უკრაინის გენერალური პროკურორი, რუსლან კრავჩენკო.

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა.

გამოცემის თანახმად, ეს პირი 1968 წელს მოსკოვშია დაბადებული, არის უკრაინის მოქალაქე, ადრე ცხოვრობდა ბახმუტში, დონეცკის ოლქში, შემდეგ - კიევის გოლოსეევის რაიონში.

გამოცემა ASTRA ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს პირი ბახმუტის გარდა ცხოვრობდა რუსეთში, რიაზანში. 2016 წელს მან სამჯერ გადაკვეთა რუსეთ-უკრაინის საზღვარი.