NIYSO: ჩეჩნეთში უსაფრთხოების ძალებმა ექვსი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს

გროზნო. 8 აპრილი, 2024.

ჩეჩნეთის ოპოზიციურმა მოძრაობა NIYSO-მ ჩეჩნეთში რესპუბლიკის სულ მცირე ექვსი მაცხოვრებლის, მათ შორის ხანდაზმული ადამიანების გატაცების შესახებ განაცხადა.

ანგარიშის თანახმად, გატაცებულები ცხოვრობენ დასახლება შეიხ-იზნაურში, რომელიც ქალაქ გროზნოს შემადგენლობაში შედის. აქტივისტების თქმით, ინციდენტის მიზეზები და გარემოებები ჯერ კიდევ უცნობია.

„ყოველდღე, მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს იტაცებენ და სარდაფებში ათავსებენ. მათ აწამებენ. ფსბ მდუმარედ აკვირდება და მართავს პროცესს“, განაცხადა NIYSO-მ.

აქტივისტები რეგულარულად იტყობინებიან ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებს. შარშან შემოდგომაზე რეგიონის უზენაესმა სასამართლომ NIYSO „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

მხოლოდ შარშან, ჩეჩენი აქტივისტების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა რესპუბლიკაში ასობით მაცხოვრებელი გაიტაცეს. წამების შედეგად სულ მცირე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა უკრაინის წინააღმდეგ ომში აღმოჩნდა.

ასევე ნახეთ

„სირცხვილი ჩამორეცხილია, ოჯახის რეპუტაცია - აღდგენილი“. როგორ მარხავენ ჩეჩნეთში დაუმორჩილებლებს