საექსპორტო საქონელში კვლავ მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს (რეექსპორტის ხარჯზე), მეორე ადგილზე კი გადმოვიდა ნავთობპროდუქტები $208 მლნ-ით.
ეს წინა წელთან შედარებით თითქმის 700%-იანი ზრდაა. ნავთობის საექსპორტო ქვეყნების ათეულში კი პირველ ადგილზე არის დასავლეთ აფრიკაში მდებარე ტოგო.
ნავთობპროდუქტები ამავე დროს ლიდერობს ადგილობრივ ექსპორტში - ადგილობრივი წარმოების ექსპორტში ნავთობპროდუქტებზე კოლოსალური, 3714%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ასევე ნახეთ
თებერვალში საქართველომ ტოგოში ნავთობპროდუქტების გაყიდვა დაიწყო - ამით ქვეყანა საექსპორტო ათეულში მოხვდარა მონაცემებია ეს
ორშაბათს, 2026 წლის 20 აპრილს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ტრადიციულად გამოაქვეყნა პირველ კვარტალში (წლის პირველ სამ თვეში, - იანვარში, თებერვალსა და მარტში) საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები.
ამ მონაცემებში შედის ექსპორტის მონაცემები.
ცალკე ქვეყნდება:
- ადგილობრივი ექსპორტი - რაც გულისხმობს მხოლოდ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და გამორიცხავს რეექსპორტს.
- ადგილობრივი ექსპორტი შედის ქვეყნის საერთო ექსპორტის მაჩვენებლებში.
კერძოდ, საქართველოდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ექსპორტმა შეადგინა $1,72 მლრდ, ხოლო აქედან ადგილობრივი ექსპორტი $1,12 მილიარდია (75%).
ასევე ნახეთ
საქართველოში გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი 401%-ით გაიზარდა - რატომ?უმსხვილესი საექსპორტო საქონელი
უმსხვილეს საექსპორტო საქონელში პირველ ადგილს ჯერჯერობით არ თმობს მსუბუქი ავტომობილები, - საქართველოში, ძირითადად, აშშ-დან იმპორტირებული საქონელი, რომელსაც საქართველო სხვა ქვეყნებში ჰყიდის.
ავტომობილების ექსპორტის მოცულობა $365 მლნ-ს შეადგენს, - რაც 27%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ამჯერად მეორე ადგილზე აღმოჩნდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $208 მლნ-ით.
საინტერესო ის არის, რომ წელს პირველ სამ თვეში შარშანდელ იდენტურ პერიოდთან შედარებით 698%-ით არის გაზრდილი.
შარშან ამ სამ თვეში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი მხოლოდ $26 მლნ იყო.
უმსხვილესი საექსპორტო ათეული ასე გამოიყურება:
3714%-იანი ზრდა ადგილობრივ ექსპორტში
საქსტატის მონაცემები აჩვენებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების „ადგილობრივი ექსპორტის“ კოლოსალურ, 3 714%-იან ზრდას.
საქსტატის ამ ორი კვლევის შედარება აჩვენებს, რომ:
- ნავთობის ადგილობრივი ექსპორტი შეადგენს $200 მილიონს;
- რეექსპორტი შეადგენს მხოლოდ $8 მილიონს.
საქართველო ნავთობს თითქმის არ მოიპოვებს.
საქსტატის მონაცემებით, თებერვალში საქართველოში ნედლი ნავთობი 2026 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ რუსეთიდან შემოვიდა.
და რუსეთიდან შემოსული ნედლი ნავთობის ღირებულებამ $118 მილიონი შეადგინა.
სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოსული ნედლი ნავთობი გადამუშავდება ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, რომელიც 2025 წლიდან ამუშავდა.
ასევე ნახეთ
ყულევის ახალმა ქარხანამ რუსეთიდან ნავთობის პირველი პარტია მიიღომისი ოპერატორი კომპანიის, „ბლექ სი პეტროლიუმის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით ფოცხვერია 30 მარტს ბიზნესმედიასთან ამბობდა, რომ საქმიანობა რუსული ნავთობის გადამუშავებით დაიწყო, თუმცა „ნედლეულის დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს“.
„ჩვენი ამოცანაა, რომ სრულად ჩავანაცვლოთ არსებული რუსული ნედლეული. ამისთვის თურქმენულ ნავთობზე ვმუშაობთ, შემდგომ ეტაპზე კი ყაზახურ და სხვა ალტერნატიულ წყაროებზეც“, - თქვა ფოცხვერიამ.
ასევე ნახეთ
გამოცემა "პროექტი": "ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამუშავებს ГРУ-სთან დაკავშირებული ოჯახი"საექსპორტო ქვეყნები
2026 წლის სამ თვეში საქართველოდან ნავთობპროდუქტები ძირითადად გაყიდეს ტოგოში, - დასავლეთ აფრიკაში მდებარე რესპუბლიკაში.
ტოგო 1960 წლიდან არის დამოუკიდებელი ქვეყანა. მისი ფართობი 56 785 კვ კმ-ია. მეზობელი ქვეყნებია ბენინი, განა და ბურკინა-ფასო.