უკრაინამ დაარტყა სადგურს, რომელიც რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის ნაწილია - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი(საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის სამარის ოლქში დაარტყა სადგურ „სამარას“, სადაც სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობის შერევით ხდება რუსული ნავთობის საექსპორტო სორტის, Urals-ის მიღება.

რუსეთის ნავთობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან სადგურზე 21 აპრილს განხორციელებული შეტევის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები, მათ შორის „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ-უკრაინა“ წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

წყაროს ინფორმაციით, „სამარას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრის, „ალფას“ დრონებით დაარტყეს და წინასწარი მონაცემებით, დააზიანეს ნავთობის 5 რეზერვუარი.

  • სადგური „სამარა“ რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის, მათ შორის „დრუჟბის“ ნაწილია.

ასევე ნახეთ

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ისევ შეტევა იყო საზღვაო პორტზე

21 აპრილს გამთენიისას სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უკრაინული დრონებით „შეტევის მცდელობა“ იყო „სამრეწველო საწარმოზე“ და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებში ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“. კონკრეტული საწარმო გუბერნატორს არ დაუსახელებია.