ფინეთმა, შესაძლოა, დეპორტირებას დაუქვემდებაროს რუსეთის მოქალაქეები, ოლგა და ნიკიტა ბელოვები, მას მერე, რაც მათ უარი ეთქვათ თავშესაფრის გამოყოფაზე. ბელოვები რუსეთიდან გაემგზავრნენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ფინეთში ისინი უკრაინელ დევნილებს ეხმარებოდნენ - ამაზე წერენ გამოცემები "მედიაზონა" და Rulehti.
ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დედა-შვილი თანამშრომლობდა ჰუმანიტარულ ცენტრ FinEst-თან, ქალაქ უსიკაუპუნკიში. ისინი აგროვებდნენ საძილე ტომრებს, სამედიცინო საშუალებებს, ტანსაცმელს, ასევე მონაწილეობდნენ საველე აფთიაქების და სხვა ნივთების შეგროვებაში უკრაინელი სამხედროებისთვის.
2026 წლის აპრილის დასაწყისში ფინეთის ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა თავშესაფრის გამოყოფაზე. 24 აპრილს ბელოვები პოლიციაში გამოიძახეს და დეპორტაციის პროცედურის დაწყებაზე აცნობეს. Rulehti იუწყება, რომ დედა-შვილი მეთვალყურეობის ქვეშაა, სასამართლო სხდომა 26 აპრილსაა დანიშნული.
ნიკიტა ბელოვი გამოთქვამს შიშს, რომ რუსეთში მისი დევნა დაიწყება, უკრაინელებისთვის გაწეული დახმარების გამო.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ რუსეთში შეუძლიათ ბელოვების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლები გაააქტიურონ, სამშობლოს ღალატის ჩათვლით.
როგორც გამოცემა Turun Sanomat-ს წერს, 56 წლის ოლგა ბელოვა ექიმი-ანესთეზიოლოგია. მისი შვილი მოსკოვში მონაწილეობდა პროექტში, რომელსაც პირველ ეტაპზე ომთან კავშირი არ ჰქონდა. შემდეგ, ბელოვის თქმით, საპირისპირო რეალობა გამოააშკარავდა, რის გამოც მან უარი განაცხადა მუშაობის გაგრძელებაზე და ზეწოლისა და მუქარების სამიზნე გახდა.