შოვთან ახლოს, გლოლაში მეწყერის მონიტორინგის სისტემას დააყენებენ

სოფელი გლოლა

შოვის ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ სოფელ გლოლაში, რომელიც სტიქიის ზონიდან 4 კილომეტრშია მეწყერის მონიტორინგის სისტემას დააყენებენ. წინასწარი გათვლებით მონიტორინგის სისტემა 15 ნოემბრამდე უნდა განათავსონ.

გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყერის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისემის დაყენებას ონის, მესტიის, ახმეტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გეგმავს:

  • სოფელი გლოლა (ონი 13 და ონი 14) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
  • სოფელი ჟაბეში (მესტია 32 და მესტია 20) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
  • დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგი 6 და ყაზბეგი 9) – არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა;
  • სოფელი დართლო (ახმეტა1) – არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა.

ამ მომსახურებისთვის ჯამში 1 400 000 ევროა გათვალისწინებული.

„ბოლო წლების განმავლობაში, მასშტაბური სტიქიური პროცესების განვითარების მზარდი დინამიკა, ადასტურებს ადრეული შეტყობინებისა და რისკის ზონებში უწყვეტი მონიტორინგის სისტემების აუცილებლობას“, - მიწერა გარემოს ეროვნული სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს.

Your browser doesn’t support HTML5

გლოლაში შოვში დაღუპულებს გლოვობენ

2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში (გლოლადან რამდენიმე კილომეტრში), მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

ასევე ნახეთ

შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილების მისაღებად შსს-ს 50 წუთი დასჭირდა - რა წერია საქმის მასალებში?

შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი ადამიანის ცხედარი ვერ იპოვეს.

ასევე ნახეთ

უკანასკნელი დაკარგული შოვში - რას ითხოვენ იურისტები? იტყვიან რამეს დაღუპულების ახლობლები?