გაეროს გენერალური მდივანი აფრთხილებს მსოფლიოს ბირთვული იარაღის გავრცელების მამოძრავებელი ფაქტორების აჩქარების შესახებ

ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა 27 აპრილს გამოთქვა გაფრთხილება, რომ ბირთვული იარაღის გავრცელების „მამოძრავებელი ფაქტორები“ აჩქარებას განიცდიან.

გუტერეშმა ეს განაცხადა ნიუ-იორკში, სადაც მან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ისტორიული ხელშეკრულების ხელმომწერთა მნიშვნელოვანი შეხვედრა გახსნა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელშეკრულება ირყეოდა. ვალდებულებები შეუსრულებელი რჩება. ნდობა და სანდოობა სუსტდება. გავრცელების მამოძრავებელი ფაქტორები ჩქარდება. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შთავბეროთ ხელშეკრულებას სიცოცხლე“, - განაცხადა გუტიერეშმა შეხვედრაზე.

ასევე ნახეთ

რას წარმოადგენს ირანის ბირთვული პროგრამა და რა დარჩა მისგან?

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მიღებული იარაღის კონტროლის შეთანხმებაა.
ხელშეკრულებამ, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილების გლობალური ძალისხმევის ქვაკუთხედია, ნიუ-იორკში გახსნა თავისი ხუთწლიანი მიმოხილვითი კონფერენცია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ფონზე.

განხილვების ცენტრში იქნება ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი: რამდენია, რჩება, სად არის და რა ბედი მოელის.

ასევე ნახეთ

რას ნიშნავს ტრამპის მუქარა მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოცდისთვის

ირანი, რომლის წინააღმდეგ უშუალოდ მისი ბირთვული ობიექტების განადგურების მიზნით ე.წ. 12-დღიანი ომი აწარმოვეს აშშ-მა და ისრაელმა, ხელშეკრულების წევრია 1970 წლიდან და აცხადებს, რომ მისი ბირთვული
პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ხელშეკრულებაზე არახელმომწერ სახელმწიფოებს შორის არიან ინდოეთი და პაკისტანი, რომლებმაც მას შემდეგ შეიმუშავეს და გამოცადეს ბირთვული იარაღი, ასევე ისრაელი, რომელსაც დღემდე არც დაადასტურა და არც უარყო, რომ აქვს ბირთვული იარაღი.

ასევე ნახეთ

რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რას აპირებს და რა შეუძლია რუსეთს?