ღაზის სექტორში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მხარდამჭერებმა პალესტინელთა ტერიტორიებზე მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვეს და იუდეასა და სამარიაში (დასავლეთ ნაპირი) ადგილების უმრავლესობა მოიპოვეს.

Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ იტყობინებიან საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

ეს არჩევნები პირველი იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ღაზის სექტორის ერთ-ერთ რაიონში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში. ეს ასევე პირველი არჩევნებია ღაზაში 2006 წლის შემდეგ და პირველი პალესტინური არჩევნებია რეგიონში 2023 წელს ომის შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, რამი ალ-ჰამდალას თქმით, ღაზაში ამომრჩეველთა აქტივობამ 23% შეადგინა, დასავლეთ ნაპირზე კი - 56%.
ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ (რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის შერაცხილი) მხარდაჭერის მოლოდინის მიუხედავად, კანდიდატებმა, რომლებიც მასთან დაახლოებულად ითვლებიან - „ჩვენ დეირ ელ-ბალა გვაერთიანებს“ - საქალაქო საბჭოში 15 ადგილიდან მხოლოდ ორი მოიპოვეს. გამარჯვება მოიპოვა „ნაჰდატ დეირ ელ-ბალაჰის“ სიამ, რომელსაც მოძრაობა ფათაჰი (პალესტინის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა) უჭერს მხარს. მან ექვსი მანდატი მოიპოვა. დარჩენილი ადგილები გაიყვეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა.

ჰამასმა ოფიციალურად ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და არ წარადგინა კანდიდატები არც ღაზაში და არც დასავლეთ ნაპირზე, თუმცა დეირ ელ-ბალაჰში მიღებული შედეგებიდაჯგუფების მხარდაჭერის დონის შესაძლო ინდიკატორად განიხილება.

პალესტინის ავტონომიის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ მუსტაფამ, განაცხადა, რომ არჩევნები „უკიდურესად მგრძნობიარე მომენტში, რთული პრობლემებისა და განსაკუთრებული გარემოებების ფონზე“ ჩატარდა, თუმცა მას „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ უწოდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ეროვნული ერთიანობისკენ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ფათაჰის“ გამარჯვება შესაძლოა მიუთითებდეს ამომრჩევლების მისწრაფებაზე უფრო დიდი საერთაშორისო მხარდაჭერისა და თანდათანობითი პოლიტიკური ცვლილებებისკენ.
მუნიციპალური არჩევნები 183 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა. ბევრ ქალაქში კონკურენციის არარსებობის გამო კენჭისყრა არ ჩატარებულა - იქ კანდიდატები ავტომატურად აირჩიეს.