მეფე და დედოფალი ვაშინგტონში 27 აპრილს ჩავიდნენ. მათ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანიამ თეთრ სახლში კერძო შეხვედრაზე უმასპინძლეს, რის შემდეგაც დიდი ბრიტანეთის მეფემ და დედოფალმა და აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციის ბაღში გამართულ წვეულებაში.
თეთრ სახლში მეფე ჩარლზის დახვედრის ოფიციალური ცერემონია და მისი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება. დიდი ბრიტანეთის მეფე სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესშიც. როგორც BBC წერს, ეს იქნება კონგრესში ბრიტანეთის მონარქის სიტყვით გამოსვლის მეორე შემთხვევა. პირველად ეს 1991 წელს გააკეთა დედოფალმა ელისაბედ მეორემ.
- აშშ-ში დიდი ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვიზიტი მიმდინარეობს ლონდონისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი კრიზისის პერიოდში. ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობები დაიძაბა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ.
სულ ბოლოს ტრამპმა დიდი ბრიტანეთი არაერთხელ გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში არასათანადო დახმარების გამო.
ასევე ნახეთ
ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი დახმარება აღარ სჭირდებათასევე ნახეთ
მწვავე კრიტიკის შემდეგ ტრამპი ბრიტანელ სამხედროებს მამაც მებრძოლებს უწოდებსაშშ-ში დიდი ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვიზიტის წინ, 25 აპრილს, ვაშინგტონში შეიარაღებულმა პირმა შეაღწია და სროლა დაიწყო სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც თეთრ სახლში აკრედიტებული კორესპონდენტების ასოციაციის წვეულება მიმდინარეობდა. მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანიაც ესწრებოდნენ.
ინციდენტის შემდეგ გაიმართა დამატებითი მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის მეფის ვიზიტის უსაფრთხოების საკითხებზე. ლონდონში განაცხადეს, რომ ჩარლზ მესამის ვიზიტის პროგრამა პრაქტიკულად, არ შეცვლილა.