ბრიტანეთის მეფე აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოვიდა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, რომელიც აშშ-ში იმყოფება ვიზიტად, აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლისას, ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას. ჩარლზმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით მსოფლიოში დიდი გაურკვევლობისა და კონფლიქტების დროს, ეს პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უთანხმოებები, ორივე მხარე გაერთიანებულია დემოკრატიის დაცვისადმი ერთგულებაში, თქვა ჩარლზმა, რომელმაც აშშ-ის და ბრიტანეთის საერთო ღირებულებებსა და ტრადიციებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ გამოწვევები ძალიან დიდია ერთი ქვეყნისთვის, რომ მათ მარტო გაუმკლავდეს.

ჩარლზმა ასევე თქვა, რომ უკრაინის „და მისი უკიდურესად მამაცი ხალხის“ დასაცავად საჭირო იყო იგივე ურყევი მტკიცე გადაწყვეტილება, რაც გამოიჩინეს შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმების შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.

ეს იყო ბრიტანეთის მეფის პირველი გამოსვლა პარლამენტის წევრების წინაშე დედოფალ ელისაბედ II-ის 1991 წელს სტმრობის შემდეგ.

ჩარლზმა შუადღისას თეთრ სახლში მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ბრიტანეთის მეფის ოთხდღიანი ვიზიტის მიზანია ლონდონსა და ვაშინგტონს შორის ალიანსის განმტკიცება. ვიზიტი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. აშშ-მ გააკრიტიკა ბრიტანეთის მხარდაჭერის ნაკლებობა ირანის წინააღმდეგ ომში. ასევე არსებობს დავა აშშ-ის სავაჭრო ტარიფებსა და ფოლკლენდის კუნძულების მომავალ სტატუსთან დაკავშირებით.