„მოხარულები ვართ, რომ შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე [საუბარი]. საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თებერვლიდან დღემდე...“ - თქვა ბოჭორიშვილმა და გაიხსენა, რომ აშშ-ში იმყოფებოდა დელეგაცია საქართველოდან, ქვეყანაში კი ჩამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ასევე ნახეთ
ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანითმისივე სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება მაისში ელოდება აშშ-დან კიდევ ერთ ვიზიტს, რომელსაც განახორციელებენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დღეს, 29 აპრილს, დილით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მაისის ბოლომდე ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია გაღრმავდება“. არც მას და არც ბოჭორიშვილს დეტალებზე არ უსაუბრიათ.
ასევე ნახეთ
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქართულ-ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია „მაისის ბოლომდე გაღრმავდება“აშშ-ს 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
„ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.
- 2026 წლის 30 მარტს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. შინაარსი არ გასაჯაროებულა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ნაყოფიერი საუბარი შედგა“.
- უფრო ადრე, 26 მარტს, საქართველოში ვიზიტად მყოფი პიტერ ანდრეოლი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
- იანვრის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, 29 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებსაც.