ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან 216 200-ზე მეტი დაღუპულის ვინაობა

უკრაინასთან ომში დაღუპულთა საფლავები რუსეთის ტულის ოლქში

უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან 216 205 დაღუპულის ვინაობა დაადგინეს ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულმა სამსახურმა და დამოუკიდებელმა გამოცემა „მედიაზონამ“.

განახლებული მონაცემები პირველ მაისს გამოქვეყნდა. 17 აპრილიდან ეს სია 4017 სახელითა და გვარით შეივსო.

მედიასაშუალებების კვლევა აჩვენებს, რომ დაღუპულთა ყველაზე დიდი წილი მოდის რუსეთის ორი რეგიონზე, ბაშკირეთსა და თათრეთზე და მათი საერთო რიცხვი - 18 116 აჭარბებს დანაკარგებს, რომლებიც ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა კავშირს ჰქონდა ავღანეთში 10-წლიანი ომისას(15 000-ზე მეტი).

უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.

BBC-ს რუსული სამსახური და „მედიაზონა“ დაღუპულთა სახელებს და გვარებს მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად ადგენენ საფლავების შესწავლის და საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების გადამოწმებისა და შედარების საფუძველზე.

დაღუპულთა გვარებს საჯარო სივრცეში, მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ასახელებენ რუსეთის რეგიონებისა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ადგილობრივი მედია, სასწავლო დაწესებულებები, სადაც ეს მეომრები სწავლობდნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის სექტემბერში დაასახელა უკრაინაში დაღუპული სამხედროების რიცხვი - 5937.
  • 2026 წლის თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან 204 600-ზე მეტი დაღუპულის ვინაობა

ასევე ნახეთ

რადიო თავისუფლებამ გამოავლინა რუსეთის ეთნიკურ უმცირესობათა რეგიონებიდან ომში დაღუპულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა

ასევე ნახეთ

რატომაა უკრაინაში ყველაზე მეტი დაღუპული ჩრდილო კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთიდან?