თბილისში შაბათის მარში ამჯერად მედიის მხარდასაჭერად იმართება

შაბათის მარში, 2 მაისი, 2026

მოკლედ

  • თბილისში, უწყვეტი ანტისამთავრობო გამოსვლების ფარგლებში ტრადიციად ქცეული შაბათის მარში, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე ეწყობა, 2 მაისს მედიის მხარდასაჭერად გაიმართა.
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოს მკვეთრი და დრამატული გაუარესება აქვს - კრიტიკული მედია რეპრესიული კანონების შედეგად გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩართული.
  • კვლავ პატიმრობაში რჩება პირველი პატიმარი ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი.
მარში ეხმაურება მედიის თავისუფლების დღეს, რომელიც 3 მაისს აღინიშნება.

"ეს დღე გვახსენებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის საფუძველია, ხოლო ჟურნალისტების უსაფრთხოება - საზოგადოების თავისუფლების აუცილებელი პირობა. ერთად ვდგავართ მედიის თავისუფლებისთვის - თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება", - წერენ მარშის ორგანიზატორები.

შაბათის მარშების ტრადიცია უწყვეტ პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა bbc-ის საგამოძიებო ფილმის პასუხად დააწესეს - პირველი ერთი თვის განმავლობაში ამ მსვლელობით ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი.

მომდევნო თვეებში მარშების თემატიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა - ის ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება, ზოგჯერ კი მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს ეხმაურება.

ასევე ნახეთ

მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ - სახელმწიფო უწყებები ჟურნალისტებს

ასევე ნახეთ

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა