„კიდევ ერთით ნაკლები რუსეთის „კალიბრების“ მზიდი. გენერალ-მაიორმა იევჰენი ხმარამ მომახსენა წარმატებულ დარტყმებზე პრიმორსკის პორტში არსებულ სამიზნეებზე“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გენერალ-მაიორ იევჰენი ხმარას პატაკზე დაყრდნობით - "დარტყმა განხორციელდა სარაკეტო გემ „კარაკურტზე“, საპატრულო გემსა და ჩრდილოვანი ფლოტის ერთ ტანკერზე".
„ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, საგანგებო ოპერაციების ძალების, თავდაცვის დაზვერვისა და მესაზღვრეების ერთობლივი ოპერაცია“, - აზუსტებს უკრაინის პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ყოველი ასეთი შედეგი რუსეთის სამხედრო პოტენციალს კიდევ უფრო ამცირებს. ის საზოგადოებას აგრეთვე აცნობებს, რომ “უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დასტური მისცა სრულად გამართლებულ, დამატებით, რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე დარტყმებზე საპასუხო მოქმედებაზე”.
ვოლოდიმირ ზელენსკი 3 მაისს სომხეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, სადაც 4-5 მაისს “ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტი იმართება.