„სამი მათგანი წარმატებით იქნა გადატაცებული ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე, ერთი კი ზღვაში ჩავარდა. თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხმაური, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ისმოდა, არის თავდაცვის სისტემების მიერ საფრთხის გასაუვნებელყოფად მუშაობის შედეგი“, - წერია უწყების განცხადებაში, რომელმაც მოსახლეობას მიაწოდა აგრეთვე ინფორმაცია ირანული დრონების გაუვნებელყოფის შესახებაც და გააფრთხილა ის, რომ არ შეეხონ და ფოტო არ გადაუღონ, თუკი განადგურებული დრონის ხმელეთზე ჩამოცვენილ ფრაგმენტებს აღმოაჩენენ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, ინფორმაცია მიიღონ ოფიციალური წყაროებიდან და როცა გამაფრთხილებელ გზავნილებს მიიღებენ, დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყველა პროცედურა.
ასევე ნახეთ
"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" აცხადებს, რომ აშშ-სთან ომში დაბრუნებისთვის მზადყოფნის რეჟიმშიაეს არის ირანის პირველი თავდასხმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ორშაბათსვე, დრონის აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში მდებარე საწვავის საწარმოო ობიექტს.
მოვლენათა ასეთი განვითარება და ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ზრდა საფრთხეს უქმნის ცეცხლის შეწყვეტის მყიფე რეჟიმს.
კვირას, 3 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტის მითითების თანახმად, ვაშინგტონმა გამოაცხადა ახალი მისიის - "თავისუფლების პროექტის" - გეგმის შესახებ, რომელშიც ცენტრალური სარდლობა ჩაერთო ტექნიკითა და 15 ათასი სამხედროთი და რომლის მიზნადაც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი სავაჭრო გემების გატარება დაასახელა.