Axios: აშშ და ირანი შესაძლოა მალე შეთანხმდნენ ომის დასრულებაზე

ჰორმუზის სრუტის რუკა, ბლოკადის მოხსნის მომლოდინე, გაჩერებული სავაჭრო ხომალდებით

ახალი ამბების ამერიკული ვებსაიტი, Axios-ი, თეთრი სახლიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წყაროებზე დაყრდნობით 6 მაისს წერს, რომ აშშ და ირანი ახლოს არიან ომის შეწყვეტის თაობაზე ერთგვერდიანი მემორანდუმის ხელმოწერასთან.

დოკუმენტი მოიცავს 14 პუნქტს, მათ შორის დროებით ატომურ მორატორიუმს, ირანის მილიარდობით დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების გათავისუფლებასა და ჰორმუზის სრუტეში ბლოკადის ორმხრივ მოხსნას.

თეირანის საბოლოო პასუხს ვაშინგტონში 48 საათის განმავლობაში ელიან.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა, როგორც Axios-ი წერს, მისი წყაროები ამბობენ, რომ მხარეები ამ დრომდე არასდროს ყოფილან ასე ახლოს შეთანხმებასთან.

მსოფლიოს ბაზრებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით ბარელზე 97 დოლარამდე შემცირდა, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების შესაძლებლობის თაობაზე ცნობების გავრცელების შემდეგ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში Brent-სთვის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ასევე ნახეთ

ტრამპი დროებით აჩერებს „თავისუფლების პროექტს“ ჰორმუზის სრუტეში