გარდაიცვალა ამერიკელი ბიზნესმენი, CNN-ის დამაარსებელი ტედ ტერნერი

ტედ ტერნერი 2012 წელს

6 მაისს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი ბიზნესმენი ტედ ტერნერი - მედიაკომპანიის და 24-საათიანი მაუწყებლობის მქონე ტელეარხის, CNN-ის დამაარსებელი, პროდიუსერი, ფილანთროპი, მსახიობ ჯეინ ფონდას ყოფილი ქმარი.

ტერნერის სიკვდილის შესახებ საკუთრივ CNN-მა გაავრცელა ცნობა.

ნეკროლოგებში ტერნერს მოიხსენიებენ "რევოლუციონერად მედიის სამყაროში", აღნიშნავენ მის საქველმოქმედო ნაბიჯებს, მათ შორის 1 მილიარდი დოლარის გაეროსთვის გადაცემას. ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, 2026 წელს ტერნერის ქონება 2,8 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა.

ბოლო პერიოდში ტერნერი საზოგადოებისგან განცალკევებით ცხოვრობდა, მონტანაში მდებარე თავის რანჩოზე. ახლობლების თქმით, ბოლო წლებში იგი დემენციით და ნეიროდეგენერაციული დაავადებით იყო ავად.