IOC-მ ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვა მოუხსნა

ბელარუსის ოლიმპიური გუნდი. რიო-დე-ჟანეირო, 2016.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო აღარ იძლევა რეკომენდაციას, რომ შეზღუდვები დაწესდეს ბელარუსი სპორტსმენების (მათ შორის გუნდების) მონაწილეობაზე შეჯიბრებებში, რომლებსაც საერთაშორისო ფედერაციები და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები მართავენ.

შეზღუდვები დაწესდა 2022 წლის 28 თებერვალს და 2023 წლის 28 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, რომელსაც ლუკაშენკას რეჟიმი უწყობდა ხელს. IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვები მოიხსნა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვების შემოღების შემდეგ ბელარუსის პასპორტის მქონე სპორტსმენები მოედანზე ან მის ფარგლებს გარეთ ინციდენტების გარეშე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის 2024 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებსა და 2026 წელს მილანში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სპორტსმენებს კონკრეტულ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ნებართვას გასცემენ მათი ორგანიზატორები და საერთაშორისო ფედერაციები, მაგრამ ისინი გაითვალისწინებენ IOC-ის რეკომენდაციებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიტუაცია განსხვავდება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მდგომარეობისგან. რუსეთის სპორტსმენებისთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

ასევე ნახეთ

რუს სპორტსმენებს საწყლოსნო სახეობებში რუსეთის დროშით ასპარეზობის უფლება დაუბრუნეს