FT-მ წინა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ცვლილება ევროკავშირის მხრიდან გამოწვეული იყო ევროპის იმედგაცრუებით უკრაინის ომის დასრულებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებით, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უძღვებოდა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკების „პოტენციალი“ აქვს და რომ ბლოკს ამაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჭერს მხარს, წერს FT.
„პუტინი მზადაა ყველასთან მოლაპარაკებისთვის. მან ეს არაერთხელ განაცხადა“, - უთხრა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც Reuters-მა FT-ს ინფორმაციაზე ჰკითხა.
„ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგის გასაგრძელებლად, რამდენადაც ევროპელები მზად იქნებიან ამისთვის. თუმცა, როგორც პუტინმა არაერთხელ განაცხადა, ევროპელების მიერ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ ჩვენ ასეთ კონტაქტებს არ დავიწყებთ“.
რუსეთი აცხადებს, რომ ევროპის მთავრობების საქმეა პირველი ნაბიჯის გადადგმა, რადგან სწორედ მათ გაწყვიტეს კონტაქტი მოსკოვთან 2022 წელს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ.
„რუსული მხარე არ იყო ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების სრული შეწყვეტის ინიციატორი", - თქვა პესკოვმა. „ეს ბრიუსელის და ცალკეული ევროპული დედაქალაქების ინიციატივით მოხდა“.
ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და პუტინი მოიხსენიეს ომის დამნაშავედ და ავტოკრატად, რომელსაც, მათი თქმით, ერთ დღეს შეუძლია ნატოს წევრზე თავდასხმა, თუ მას ომში გამარჯვების უფლება მიეცემა. რუსეთი ასეთ ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს.
პუტინი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა, ევროპულ ძალებს ომის წამქეზებლებად თვლის, უკრაინის ათობით მილიარდი დოლარით, იარაღითა და სადაზვერვო ინფორმაციით მხარდაჭერის გამო.