მან ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერზე, რომელიც ზელენსკის სამთავრობო გუნდის წევრი იყო. პოდოლიაკის თქმით, უკრაინას მისი დაბრუნება სურს.
ინტერვიუ მიხაილო პოდოლიაკთან, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად მწვავედ აკრიტიკებენ, ტელეკომპანია „პირველმა“ 8 მაისს გამოაქვეყნა.
- მანამდე, 4 მაისს ერევანში შეხვედრა გამართეს, 6 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა;
- 4 მაისსვე ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასევე ნახეთ
„ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით“ - სიბიჰამ და ბოჭორიშვილმა კვლავ ისაუბრეს„დიალოგი საუკეთესო საშუალებაა“
„მხოლოდ დიალოგს შეუძლია გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან... არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს“, - განაცხადა პოდოლიაკმა. თარგმანი „ტვ პირველს“ ეკუთვნის.
„იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დიაკუსისთვის“, - განაცხადა მან.
„დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა - ეს არის შესაძლებლობა, განხილულ იქნეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ასევე, ჰუმანიტარული საკითხები“, - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა მან და დააზუსტა, რომ საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე.
ასევე ნახეთ
ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრა ერევანში - რა [არ] ვიცით„გვინდა, სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“
„ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, ისტორიული პერპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
ალტერნატივად მან „შუალედური გამოსავალი“ დაასახელა:
„ან, შესაძლოა, მოძებნნილი იყოს შუალედური გამოსავალი, გაიგზავნოს ის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც ის გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას“.
„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საააკაშივლი არის უკრიანის მოქალაქე, მისი პატიმრობა არ არის საქრთველოს პრობლემა, ეს არის რუსთის ფედერაციის პრობლემა“, - განაცხადა მან.
ასევე თქვა, რომ „ეს არის პუტინის პირადი პრობლემა“ და იგი „დიდი აგრესიით გამოირჩევა ოპონენტების წინაღმდეგ“.
„საქართველსოთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, ან დაბრუნდეს უკრაინაში ან გააგზავნონ მესამე ქვეყანაში“, - გაიმეორა პოდოლიაკმა.
„ხელს შეუწყობს დათბობას“ ევროპასთანაც
პოდოლიაკმა სააკაშვილზე კიდევ უფრო მეტი თქვა და ხაზი გაუსვა, რომ მისი გათავისუფლება „ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრიანასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან“.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ხაზი სურს გაუსვას რუსეთის გავლენის მცდელობებს საქართველოზე:
„მე მესმის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ჩვენ ვხედავთ შემცირებულ კონტაქტებს ევროკაშირთან. სასურველია, რომ ეს იყოს აღდგენილი. თუ აქ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით დაინტერესებულები“, - განაცხადა მან.
- მისი ინტერვიუდან ცხადად არ იკვეთება, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხი კიევსა და თბილისს შორის განახლებული კონტაქტებისას რაიმე შესაძლო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ნაწილი.
- „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჯერ საპასუხო კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ
კობახიძე და ბოჭორიშვილი ზელენსკის შეხვდნენთბილისი-კიევის ბოლო კონტაქტები
4-6 მაისის შეხვედრები და სატელეფონო საუბარი ლიდერებს შორის კიევისა და თბილისის ურთიერთობების ტენდენციიდან გადახვევაა.
უკრაინასა და საქართველოს დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ. წლების განმავლობაში მათ ელჩები არ ჰყავდათ ერთმანეთთან მივლენილები და დროებითი რწმუნებულების დონეზე აგრძელებდნენ ურთიერთობებს.
საქართველოს ახლაც არ ჰყავს ელჩი უკრაინაში; უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი, თუმცა შერჩეული დიპლომატი, მიხაილო ბროდოვიჩი ჯერ თბილისში არ ჩამოსულა.
ასევე ნახეთ
მაცივრების გამო? - უკრაინამ საქართველოდან დროებითი რწმუნებულიც გაიწვიაანალიტიკოსების თანახმად, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს ორი ძირითადი საკითხი განაპირობებს:
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს ლიდერების განცხადებები;
- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე, - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მაღალ თანამდებობას იკავებდა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში.
სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხი - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება - დაასახელა კიევმა მიზეზად, როდესაც 2023 წელს უკრაინაში მყოფ საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.